აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ირანში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას არ გამორიცხავს.
"ადგილზე სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს - როგორც ყველა პრეზიდენტი ამბობს, 'ადგილზე სამხედროები არ იქნებაო," მე ამას არ ვამბობ." - აღნიშნა ტრამპმა 28 თებერვალს ირანში საბრძოლო მოქმედებების წამოწყების შემდეგ.
"ვამბობ, რომ 'ალბათ, არ დაგვჭირდება,' [ან ვამბობ] 'თუ დაგვჭირდება ისინი.'" - დაამატა მან.
მანამდე ტრამპმა Daily Mail-ს განუცხადა, რომ მისი გათვლებით, ირანთან ომი დაახლოებით "ოთხ კვირამდე" გაგრძელდება, თუმცა, ასევე მიანიშნა, რომ ეს დრო შესაძლოა, შემცირდეს.
ხოლო თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არმია მზადაა, ირანის წინააღმდეგ კამპანია უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.
"რაც საჭირო იქნება, ჩვენ ყოველთვის... და თავიდანვე ჩვენი გათვლები 4-5 კვირა იყო, მაგრამ შეგვიძლია, უფრო დიდხანსაც გავაგრძელოთ." - თქვა ტრამპმა.





