თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ კახა კალაძე არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია.
"თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას" - უთხრეს ტაბულას კალაძის პრესსამსახურში.
გუშინ, ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ტაბულას ინფორმაცია, რომ დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახი კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში "ჩარჩა", რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა.
ინფორმაციის გადამოწმება გუშინვე ვცადეთ, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არასამუშაო დღეებია და არ იციან, სადაა თბილისის მერი.





