აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CENTCOM: ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში აშშ-ს 3 სამხედრო დაიღუპა

აშშ-ირანის იერიშები თეირანში
CNN

ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, ამ დროისთვის, აშშ-ს 3 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

CENTCOM აცხადებს, რომ დაღუპულთა ვინაობებს მათი ოჯახების შეტყობინებიდან 24 საათში გაასაჯაროებს.

ასევე, CENTCOM წერს, რომ საბრძოლო მოქმედებებისას აშშ-ს 5 სამხედრო მძიმედ დაიჭრა.

კომენტარები