აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

"აშშ-ს მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა" – ამერიკა ირანის მტკიცებებს უარყოფს

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაში
სოციალური მედია / X

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გავრცელებულ პოსტში ირანის რეჟიმის ცრუ მტკიცებები უარყო და შეასწორა.

CENTCOM-ის ცნობით, ტყუილია ირანული რეჟიმის განცხადება, რომ მათი იერიშების შედეგად 50 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა მოკლული - "აშშ-ს მხარეს მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა." - წერია განცხადებაში.

ცენტრალური სარდლობის მიხედვით, ასევე ტყუილია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადება, რომ რაკეტებით აშშ-ს სამხედრო-საზღვაო გემს დაარტყეს. "არცერთ აშშ-ს საზღვაო გემზე არ დაურტყიათ. არმადა სრულად ფუნქციონირებს." - წერს CENTCOM.

აშშ-ს განცხადებით, ტყუილია ისიც, რომ ირან,ა აშშ-ს რამდენიმე ბაზას სერიოზული ზიანი მიაყენა. "აშშ-ს დაწესებულებები მინიმალურად დაზიანდა და ამას ოპერაციაზე გავლენა არ ჰქონია." - წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.

კომენტარები