აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

კარნი: კანადა მხარს უჭერს აშშ-ს მოქმედებებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი ვერ მოიპოვოს

კანადის პრემიერმინისტრი, მარკ კარნი

კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანადა მხარს უჭერს აშშ-ს მოქმედებებს, რომელთა მიზანიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთაა.

"კანადა მხარს უჭერს აშშ-ს მოქმედებებს, რომელთა მიზანიც არის, რომ ირანმა ვერ მოიპოვოს ბირთვული იარაღი და მისმა რეჟიმმა ვერ შეძლოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა." - ამბობს კარნი.

"კანადის პოზიცია მკაფიოა: ირანის ისლამური რესპუბლიკა ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობისა და ტერორის უმთავრესი წყაროა, მას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ისტორია აქვს და არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის ან მოპოვების უფლება." - დაამატა მან.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ კანადის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ კანადას სამხედრო კუთხით ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

კომენტარები