საუდის არაბეთი ირანის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და იორდანიაზე მიტანილ იერიშებს გმობს და აცხადებს, რომ "გამოიყენებს ყველა თავის რესურსს, რათა დაეხმაროს მათ ნებისმიერ [საპასუხო] ზომაში, რომელსაც ისინი მიიღებენ".
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ერ-რიადში აფეთქების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ირანის მიერ აშშ-ის მოკავშირე არაბულ სახელმწიფოებზე განხორციელებული დარტყმების ფონზე გავრცელდა, ნახსენები არაა.





