აშშ-ირანი

OSINT ანალიტიკოსები: აშშ-ს ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ისრაელის F-15-ები ამერიკულ B-1B Lancer-ს აცილებენ
Times of Israel

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს.

OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში.

OSINTdefender წერს, რომ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის კონტროლის ზონაში მალე 24 F-16CJ ტიპის გამანადგურებელი და 36 F-15E ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი იქნება.

საბრძოლო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთამდე საწვავით KC-135 Stratotanker-ის ტიპისა და სხვა სახეობის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები ამარაგებენ.

ცნობისთვის, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-ს უყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები გრძელდება, თეირანი შიშობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოებები შესაძლოა ვერ გადაილახოს, რაც სამხედრო დაპირისპირების ალბათობას სულ უფრო ზრდის

კომენტარები