რეპრესიული კანონმდებლობა

ჩერგოლეიშვილი: რეჟიმი ჩვენებას იძლევა, რომ მის ლეგიტიმაციას ძირი აქვს გამოთხრილი

მეგობრებო, რეჟიმი რომელიც არაღიარებაზე ადამიანებს იჭერს, თავად აღიარებს რომ არაღიარებულია.

რეალურად, ამ კანონით რეჟიმი აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მის ლეგიტიმაციას ძირი გამოთხრილი აქვს.

Being powerful is like being a lady. If you have to tell people you are, you aren't. - მარგარეტ ტეტჩერი

(ტეტჩერს თვითგამოცხადებული აღმაშენებლებიც თუ მოუსმენენ, გაიაზრებენ, რა ფარჩაკებად გამოიყურებიან).

როცა ხალხის იძულება გჭირდება, რომ გაღიარონ, ნიშნავს, რომ თავადაც ხვდები, რომ აღარ არსებობ.

ანუ ბოლომდე ვაწვებით - ეს სიგნალი სისუსტისაა და თუ ჭკუით ვიარეთ, 26 წელს ამათ დავასრულებთ და რუსეთი მთელ სამხრეთ კავკასიაში დამარცხდება - ეს საქართველოს და მისი წიაღი დასავლური ცივილიზაციის დიდებულ გამარჯვებად გაფორმდება.

დაწერა ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები