დაავადებათა სკრინინგის პროგრამას მე-6 სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად დაფინანსდება. ეს პროგრამა 1-ელი მაისიდან ჩაეშვება [...] თბილისის მერია ონკოლოგიური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ადმინისტრირებას უწევს დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამებს და აგრეთვე, სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნას ვაფინანსებთ [...]
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს სკრინინგის, პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები.





