ჰამას-ისრაელის სამშვიდობო შეთანხმება

ჰამასის წარმომადგენელი: განიარაღებას არასდროს დავთანხმებივართ

ჰამასის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, მუსა აბუ მარზუკის თქმით, ჰამასი არასდროს დათანხმებია განიარაღებას. ამ განცხადებით, აბუ მარზუკი ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჰამასმა შეიარაღებაზე უარი უახლოეს მომავალში უნდა თქვას.

Al Jazeera-სთან საუბარში აბუ მარზუკმა აღნიშნა, რომ მათ ამერიკულ მხარესთან ან შუამავლებთან განიარაღების საკითხზე არასდროს უსაუბრიათ.

"იარაღის შესახებ ჯერჯერობით არ გვისაუბრია. ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ჩვენთან არავის უსაუბრია. ამ საკითხზე არ გვილაპარაკია არც ამერიკულ მხარესთან და არც შუამავლებთან, შესაბამისად ვერ გეტყვით რას ნიშნავს ან რა მიზანი აქვს მათ განცხადებებს". - თქვა მან.

მისი თქმით, ჰამასის თანხმობა იარაღის გადაცემაზე "არასდროს მომხდარა და მხარეებს არასდროს ულაპარაკიათ არც იარაღის დათმობაზე, არც განადგურებაზე და არც განიარაღებაზე".

"თუ აშშ-მ და ისრაელმა 2-წლიანი ომის შედეგად ვერ შეძლეს ჰამასის განიარაღება, როგორ მიაღწევენ ამას მოლაპარაკებების ფარგლებში?". - დაამატა აბუ მარზუკმა.

კომენტარები