პაპი ლეო XIV-ს თქმით, ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობამ უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ სხვა მოსაზრებაზე და გამოიწვიოს ძალადობის დაძლევა, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე დადგომა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს. ამის შესახებ პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ანგელოზის ლოცვის შემდეგ ისაუბრა.
"ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობამ უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ სხვა მოსაზრებაზე და გამოიწვიოს ძალადობის დაძლევა, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე დადგომა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს. კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, თითოეული ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების პატივისცემა, ერთად მუშაობა თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ჰარმონიის მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად, განსაკუთრებული ყურადღებით უღარიბეს ადამიანთა მიმართ, რომლებიც რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო იტანჯებიან". - თქვა პაპმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.





