ჯო უილსონი

უილსონი მადუროს დაკავებაზე: არალეგიტიმურმა რეჟიმებმა უნდა მიიღონ თავისუფალი არჩევნები

პრეზიდენტმა ტრამპმა ნარკოკარტელების შეჩერებით და მადუროს დაკავებით ამერიკელების სიცოცხლე გადაარჩინა. ახლა შესაძლებელია პუტინის, ირანის, კუბისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ქსელის გამჟღავნება, რაც გამოავლენს დიქტატორებს, რომლებიც იარაღის ძალით მართავენ და კანონის უზენაესობით მართულ ქვეყნებში იჭრებიან! ახლა არალეგიტიმურმა რეჟიმებმა, რომლებმაც საქართველოში და ბელარუსში არჩევნები გააყალბეს, უნდა მიიღონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები!

წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.

კომენტარები