ოკუპირებული აფხაზეთი

ოლეგ ბარციცი აშშ-ს ვენესუელის მიმართ "აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს

ოლეგ ბარციცი
Sputnik / Томас Тхайцук

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა Апсныпресс-თან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ს ვენესუელის მიმართ "აგრესიული მოქმედებების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს. 

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ვენესუელაში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ელჩი, ზაურ გვაჯავა ან ე.წ. საელჩოს სხვა თანამშრომლები აშშ-ს იერიშის შედეგად არ დაშავებულან და მათ და რუსეთის საელჩოს კომუნიკაცია აქვთ.

ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს

ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

კომენტარები