ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, რიკოთის გზატკეცილის მშენებლობა დასრულდა. 30 დეკემბრიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.
"ისტორიულია დღეა, ისტორიული მოვლენის მომსწრე ვართ დღეს. დასრულდა საუკუნის პროექტი, რიკოთის პროექტი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე მაქსიმუმ ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
ეს არის ამ ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი ყველა თვალსაზრისით. მისი მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და როგორც საინჟინრო-გეოლიგიური, ისე ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ეს პროექტი არის უპრეცედენტო საქართველოში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ისტორიაში. ამას ციფრებიც ადასტურებს, აშენდა 52 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი, ეს მასშტაბები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით შეამცირებს მგზავრობის მანძილს და გაანახევრებს გადაადგილების დროს" - თქვა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ "ეს არის პროექტზე მეტი".





