კენედის ცენტრი

"კენედის ცენტრს" სახელი შეეცვალა და "ტრამპ-კენედის ცენტრი" დაერქვა

John F. Kennedy Center for the Performing Arts

კენედის ცენტრის სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვაშინგტონში მდებარე ცნობილ საშემსრულებლო ხელოვნების "კენედის ცენტრს" სახელი "ტრამპ-კენედის ცენტრად" გადაერქვას.

თეთრი სახლის განცხადებით, გადაწყვეტილებას საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, რასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ შენობის "გადარჩენასა" და მასშტაბურ განახლებებზე მუშაობას უკავშირებს.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და რომ მისთვის ეს დიდი პატივია.

თუმცა, ცენტრისთვის სახელის შეცვლას კრიტიკაც მოჰყვა. კენედის შვილიშვილმა, ჯეკ შლოსბერგმა აღნიშნა, რომ ცენტრი ფედერალური კანონით არის განსაზღვრული როგორც პრეზიდენტ ჯონ კენედის მემორიალი და მისი სახელის შეცვლა კონგრესის გარეშე დაუშვებელია.

კომენტარები