სტრატეგიულ საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, ოლექსანდრ კამიშინის თქმით, უკრაინულმა წყალქვეშა დრონებმა რუსეთის საზღვაო ძალების ყველაზე მნიშვნელოვან შავი ზღვის ბაზაზე განლაგებულ წყალქვეშა ნავს დაარტყეს და მწყობრიდან გამოიყვანეს.
კამიშინის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Sub Sea Baby-ის ტიპის დრონებით ნოვოროსიისკის პორტში მდებარე წყალქვეშა ნავს დაარტყა, სადაც რუსეთმა არაერთი ხომალდი გადაიტანა, რათა უკრაინული დარტყმებისგან უფრო მეტად დაცული ყოფილიყო.
СБУ-ს გამოქვეყნებულ კადრებში, ძლიერი აფეთქება ჩანს, რომელიც იმ ნავსადგომთან მოხდა, სადაც წყალქვეშა ნავი და სხვა ხომალდები იყო განლაგებული.
ოლექსანდრ კამიშინის თქმით, ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც წყალქვეშა დრონმა წყალქვეშა ნავის განეიტრალება შეძლო.





