კრიმინალი

შსს-მ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.

"მსჯავრდებული საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა". - წერს შსს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ რ.ი. მარნეულში დააკავა.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები