ემიგრანტების ხმის მიცემა

მათიკაშვილი: ემიგრაციიდან ჩარიცხული თანხა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?

ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?

ეს ფული კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულად იმ მოქალაქეებს ჩაერიცხა, ვისი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იმყოფებიან. ჩვენთვის სავსებით გასაგებია, ეს რამხელა შრომასთან და რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული, რომ ეს ადამიანები იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს საკუთარ ქვეყანაში გზავნიან, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ ზუსტი, არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება - საუბარია არა 11 მილიარდზე, არამედ 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარზე.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა.

ივანიშვილის პარლამენტმა საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები