მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ქართველი ქართველი ხელოვნებათმცოდნის, დავით არსენიშვილის დაბადების 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის Telegram-არხის განცხადებით, გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა რუსმა და ქართველმა სასულიერო პირებმა, ასევე კულტურისა და აკადემიური სივრცის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიებებში რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძეც მონაწილეობდა.
დავით არსენიშვილი ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის პირველი დირექტორი 1949 წელს გახდა.





