აქციებზე დაკავებულები

სააპელაციომ ანატოლი გიგაურის განაჩენი ძალაში დატოვა

მინდია გაბაძე

ანატოლი გიგაურის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

12 აგვისტოს აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიგაურს პროკურატურა სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები