რა თქმა უნდა, მარცხი ყოველთვის დასანანია და გულდასაწყვეტია, ფეხბურთი იმიტომ არის საინტერესო, რომ მოგება და წაგება ძმები არიან, როგორც იტყვიან და რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ შენ ყველა თამაშს მოიგებ, ნუ ხდება, რა თქმა უნდა წარუმატებლობაც. მე მინდა მივმართო ჩვენს ბიჭებს, რომ გული არ გაიტეხოთ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაკეთდეს სწორი ანალიზი, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობის, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, შეუძლებელია ყოველთვის კარგად ითამაშო, ყოველთვის წარმატებას მიაღწიო.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა თქვენ მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ, მაშინაც კი, როდესაც არის წარუმატებლობა, არის მარცხი, რას ვიზამთ სპორტია, ფეხბურთია, ცხადია, ყველას გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენმა ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს, მაგრამ ხდება ხოლმე, გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა უნდა ავწიოთ, მთავარია გავაკეთოთ სწორი ანალიზი, რა შეცდომები დავუშვით, რატო იყო წარუმატებელი ჩვენი თამაშები და შემართებით უნდა მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის.
ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ჩვენი სპორტსმენების მიმართ, ფეხბურთელების მიმართ და ეს არა მხოლოდ სპორტში, ზოგადადაც ყველა სფეროში არის ეს დამოკიდებულება, რომ ხდება ადამიანების შეურაცხყოფა, არ მინდა შევიდე დეტალებში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყნის უმრავლესობა, ვინც აზროვნებს ჯანსაღად, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისაც უხარია ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, უხარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა ყველა არის თქვენს გვერდით, რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები ვართ იმიტომ, რომ მარცხი არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ვართ თქვენს გვერდით.





