რუსული რეჟიმი

მაკკლირი ემიგრანტებისთვის ხმის წართმევის ინიციატივაზე: UK-მ ივანიშვილი უნდა დაასანქციროს

ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ. მაკკლირმა თქვა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესოს.

ამის შესახებ მაკკლირი X-ზე წერს.

"ქართული ოცნება ქართულ დემოკრატიას კვლავ თავს ესხმის.

მათ მედიის თავისუფლების შეზღუდვით დაიწყეს, შემდეგ ოპოზიციური პარტიები აკრძალეს და ახლა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ხმას ართმევენ, რათა თავიანთი მმართველობა გაამყარონ. 

გაერთიანებულმა სამეფომ ახლა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესოს". - წერს მაკკლირი.

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ ხმის მიცემას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქე ხმის მისაცემად საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

კომენტარები