გაერთიანებულმა სამეფომ სირიის პრეზიდენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები მოუხსნა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნიდან მეორე დღეს მიიღო.
ალ-შარაა და ანას ხატაბი გაერთიანებული სამეფოს მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების ობიექტები იყვნენ.
მომდევნო კვირაში აჰმედ ალ-შარაა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩადის, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება.





