თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა.
აქციის მონაწილეები პოლიციამ გზის გადაკეტვისთვის დააკავა. მოსამართლეებმა მათ ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს:
- იმედა კლდიაშვილი - 3 დღე;
- გიორგი ბალხამიშვილი - 4 დღე;
- გურამ ღონღაძე - 3 დღე;
- მარინე ნანავა - 5 დღეს;
- ლეილა ცომაია - 1 დღე
- რუსიკო კობახიძე - 1 დღე
ლეილა ცომაიამ და რუსიკო კობახიძემ საპატიმროები უკვე დატოვეს.





