სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ უფროსს 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს, 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. 

ტაბიძეს თანხის გადასახდელად 30 დღე მისცეს, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა და პირადობის მოწმობა და პასპორტი ჩამოერთვა.

ცნობისთვის, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 27 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ტაბიძისთვის ცნობილი იყო, რომ "ლაგი კაპიტალი ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საავანსო თანხების გაცემას ითხოვდა, ისე რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა," თუმცა ამის მიუხედავად, ტაბიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს, ეტაპობრივად, ავანსის სახით 11 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა.

ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს, ხოლო შედეგად 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.

კომენტარები