ნარკოდანაშაული

სველი ხელსახოცების პაკეტებიდან ₾80 მლნ-ს ღირებულების ჰეროინი ამოიღეს – შსს-მ 2 პირი დააკავა

შსს

პოლიციამ ამოიღო 250 კილოგრამი "ჰეროინი", რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გატანის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლები საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ შსს-ში გაკეთებულ ბრიფინგზე ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განცხადება გააკეთა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო სველი ხელსახოცებით, საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა. სამართალდამცავებმა ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცების პაკეტებში ფარულად მოთავსებული, 2 907 შეკვრად დაფასოებული, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი". - თქვა დარახველიძემ.

კომენტარები