შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ყოველთვის ასე იყო.
[...] 2023 წლის დეკემბერში, როდესაც შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო, შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, საარჩევნო წელი იყო, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, მათ შორის ერთ-ერთია კორუფცია.
როდესაც მუდმივად ცდილობენ, გარყიონ გარედან, ხელოვნურად, რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს სახელმწიფოს, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც. დღეს ვართ ძლიერი, როგორც არასდროს, დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან, აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას.





