მარნეულში მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა MarneuliNews ავრცელებს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





