აქციების კანონი

არ მეუბნებიან სად ჰყავთ, არ მაძლევენ პროცესამდე გასაუბრების საშუალებას – ყურუა კლდიაშვილზე

MOSE

აქტივისტი იმედა კლდიაშვილის უფლებადამცველის, ბორის ჩელე ყურუას განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოებისგან არ აქვს ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დეტალების და ადგილსამყოფელის შესახებ.

ყურუას თქმით, არც ის იციან დაზუსტებით, რის გამო დააკავეს კლდიაშვილი და სასამართლო პროცესამდე მასთან გასაუბრების საშუალებას არ აძლევენ.

"იმედა არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოხატავდა თავის სათქმელს. მე ძალიან მინდა, მოგიყვეთ მისი დაკავების დეტალები და ის თუ რისთვის დააკავეს და თავად როგორი აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ყოველთვის, ახლაც არ გვეუბნება სად ჰყავთ და მე, მის უფლებადამცველს არ მაძლევენ საშუალებას, სასამართლო პროცესამდე გავესაუბრო.

სავარაუდოდ, მოითხოვენ პატიმრობას და, ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე, ამ ადამიანს გაუშვებენ ციხეში.

რუსთაველის გადაკეტვა კი არ უშლით ნერვებს, ნერვებს უშლით, რომ მთელი საქართველო მათი მონაა და იქ რომ ვიღაც ადამიანი გამოდის და ამბობს, აფიქსირებს იმას, რისი მოსმენაც ქართულ ოცნებას არ უნდა, ეგ უშლით ნერვებს. უნდათ, ახლა თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ახლა ციხეებში გაუშვებენ და ამ ხალხს ციხეების შეეშინდება და აღარსად აღარ გამოვლენ. მგონი, უნდა მიმხვდარიყვნენ ამ 1 წლის განმავლობაში, რომ არ ეშინიათ". - თქვა ყურუამ TV პირველთან საუბრისას.

იმედა კლდიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 21 სექტემბერს დილის საათებში გავრცელდა. ამის შესახებ ალექსანდრე ზიბზიბაძე სოციალურ ქსელში წერდა.

კომენტარები