საქართველო-გერმანია

პაპუაშვილი ფიშერზე: მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის როლს და არა კედლის

“ზოგადად ვნახეთ ჩვენ განცხადება, ვფიქრობთ მაინც, რომ, როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხაროა.ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო.

30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი, რა თქმა უნდა, მზად ვართ რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის იმსახურებს რომ იყოს.

(…) ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული, დანარჩენი მე სიღრმეებში აღარ შევალ, ჩვენი პოზიციები ცნობილია, მათ შორის, გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, ჩვენ კიარა მთელი საზოგადოება ხედავდა ყველაფერს.

ასე რომ, ამ განცხადების დეტალებს დიდად არ ჩავუღრმავდებოდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვაქვს იმედი, რომ ეს არის სიგნალი, რომ გადააზრება მოხდეს, მნიშვნელოვანია ელჩი ასრულებდეს ხიდის როლს და არა კედლის როლს, ზოგადად ეს ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი, დარჩნენ თავიანთი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე.

კომენტარები