ნარკოდანაშაული

შსს: ბოლო 24 საათში ნარკოდანაშაულის ფაქტზე 47 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში თბილისსა და რეგიონებში 47 ნარკოდამნაშავე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც.

"დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[...] დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

[...] მოპოვებული მტკიცებულებებით, ფარული აუდიო ჩანაწერებით დგინდება, რომ რეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდებით და გზებით სისტემატიურად ყიდდნენ. პოლიციამ ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, მათ შორის "ჰეროინი", "მეტადონი", "ალფა-პვპ", "სუბოქსინი", "სუბოტექსი", "მეტამფეტამინი", "ჰაშიში", "უპიუმი", "მარიხუანა" და მცენარე კანაფი.

გამოძიება სსკ-ს 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები