ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ლავროვი: ღაზაში ტრამპის სამშვიდობო გეგმას მეტი დაზუსტება სჭირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმას ღაზაში მიმდინარე ომის დასასრულებლად. ლავროვის თქმით, ტრამპის გეგმა ბუნდოვანია და საჭიროებს მეტ განმარტებებს.

"შევნიშნეთ, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მხოლოდ ღაზის სექტორს ეხება. ნახსენებია სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ძალიან ზოგადი ტერმინებით. საჭიროა მეტი დაზუსტება, მათ შორის, განმარტება, თუ რა მოხდება დასავლეთ სანაპიროზე" – თქვა ლავროვმა. 

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი სერიოზულად არ ეკიდება პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხს და მას დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა.

"მრავალი წლის მანძილზე, ისრაელი სერიოზულად არ იღებდა პალესტინის სახელმწიფოს საკითხის მნიშვნელობას. პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საკითხი უნდა გადაწყდეს და საჭიროა დათმობებზე წასვლა" – ამბობს ლავროვი.

კომენტარები