EU-უნგრეთი

ევროკომისია უნგრეთის მხრიდან ევროპულ ინსტიტუტებზე თვალთვალის შესახებ ბრალდებებს გამოიძიებს

REUTERS/Johanna Geron/File Photo

ევროკომისიის სპიკერმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროკომისია სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა გამოიძიოს ბრალდებები, რომ უნგრეთი ევროპულ ინსტიტუტებს უთვალთვალებდა.

ბრალდებები მას შემდეგ წამოაყენეს, რაც გამოქვეყნდა უნგრული არაკომერციული ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფ Direk36-ის, ბელგიური გაზეთ De Tijd-ისა და გერმანული ჟურნალ Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძიება.

"ევროკომისია სერიოზულად უდგება ყველა იმ ბრალდებას, რომელთა მიხედვითაც უნგრეთის დაზვერვის სამსახურის ჯაშუშური ოპერაციები მიმართული იყო ევროკავშირისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ." - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

ევროკავშირში, ბრიუსელში, უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის სპიკერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიიარტოს 10 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე ბრალდებებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.

"მე არაფერი ვიცი რაიმე პროცედურის შესახებ, რომელიც ამ ე.წ. საგამოძიებო პორტალებს შეესაბამება." - ციტირებს სიიარტოს სპიკერი.

კომენტარები