4 ოქტომბერი

სააკაშვილი 4 ოქტომბერზე: მინუსი იყო ის, რომ ამჯერად ჯენზი ნაკლებად აქტიური იყო

4 ოქტომბრის შედეგები ის იყო, რომ

1) ჩაფლავდა სპეცოპერაცია, ბოიკოტმა კიდევ უფრო მეტი წყალი შეუყენა კრიმინალურ რეჟიმს.

2) მოხდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, გამოჩნდა თუ ვინ არის ივანიშვილის დაცვის მეორე ხაზი, მათი მოლაპარაკე ენები, რომლებიც ოლიგარქის ფულით ცდილობენ გაამართლონ კოლაბორაციონიზმი და მოახდინონ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია.

3) ბოიკოტში ის ძალებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც არ ჩანდნენ ადრე ჯენზის გვერდით, მინუსი იყო ის, რომ ამჯერად ნაკლებად აქტიური იყო ჯენზი.

4) ხდებოდა მკვეთრი, ზღვარს გადასული მოთხოვნების არტიკულირება.

5) ჰქონდა ადგილი პროვოკაციებს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანა.

წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები