უკანონო მიგრაცია

მიგრაციის დეპარტამენტმა ინდოეთის, ბანგლადეშის და სხვა ქვეყნების 14 მოქალაქე დააკავა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა კომპლექსური ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავა. შსს-ს ცნობით, მათ შორის არიან - ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად, დაკავებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

კომენტარები