რუსეთი

რუსეთში ყოფილი ვიცეგუბერნატორი დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსეთში სვერდლოვის ოლქის ყოფილი ვიცეგუბერნატორი ოლეგ ჩემეზოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

ჩემეზოვი მილიციის განყოფილებაში დააკავეს, სადაც ის დაბარების შემდეგ მივიდა. მას მსხვილ მასშტაბებში თაღლითობა ედება ბრალად.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩემეზოვი განყოფილებაში, დაკითხვისას ცუდად გახდა, მას მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო, ვიცეგუბერნატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩემეზოვის ადვოკატები ამბობენ, რომ მათ კლიენტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

კომენტარები