რუსეთ-ბელარუსი

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს შეუძლია ოკუპირებული უკრაინა ელექტროენერგიით მოამარაგოს

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

26 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსს ქვეყნის აღმოსავლეთით ატომური ელექტროსადგურის აშენება შეუძლია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას ელექტროენერგიით მოამარაგებს.

ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრის დროს განაცხადა. 

"თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ახალი ენერგობლოკისა ან სადგურის მშენებლობას, თუკი დასავლეთ რუსეთსა და განთავისუფლებულ რეგიონებში ელექტროობის საჭიროება იქნება" - თქვა ლუკაშენკომ, რომელმაც უკრაინის იკუპირებული ტერიტორიების დასახელებისას მოსკოვის ლექსიკა გამოიყენა.

პუტინმა განაცხადა, რომ "თუ ელექტროენერგიის მომხმარებელი იარსებებს, რომელიც დაწესებული ტარიფის გადასახდელად მზად იქნება, მაშინ ფინანსები პრობლემას არ წარმოადგენს".

კომენტარები