კრიმინალი

POG: "ჰოლიდეი ინნ"-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ს ორმაგ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ის ნომერში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს აცხადებდა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სასტუმროს პერსონალს და ინვენტარი დააზიანა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები