ნარკოდანაშაული

ამოღებულია 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი – შსს-მ თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 1980 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ა.ს. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ა.ს.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 20 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით ფხვიერი და კრისტალური მასა, ასევე, ელექტრო სასწორი. პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები