რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინაში მშვიდობა არ სჭირდებათ.
"მათ უკრაინის ის ნაწილი უნდათ, რაც დარჩება შეთანხმების შემდეგ. მათ შეიძლება 1991 წლის საზღვრების შესახებ იყვირონ, მაგრამ ყველაფერი კარგად ესმით. მათ არ აქვთ სურვილი, შეცვალონ უკრაინის ის ნაწილი, რასაც ამჟამინდელი რეჟიმი აკონტროლებს. მათ უნდათ ნაცისტური ძალის მხარდაჭერის გაგრძელება, რომელსაც ზელენსკი ხელმძღვანელობს. მათ არ ადარდებთ, თუ რა ბედი ეწევა რუსულენოვან ხალხს, რომლისთვისაც რუსული მშობლიური ენაა და ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, რომლის ოკუპირებაც სიზმრებში სურთ. არავინ ახსენებს იმ ამაზრზენი კანონების გაუქმების საჭიროებას, რომლებიც დღეს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამის შესახებ უკვე ვისაუბრე. არსად ენა აკრძალული არ არის. ისრაელ-არაბული კონფლიქტის კონტექსტშიც კი, არაბული და ებრაული ენები ისრაელში ან არაბულ ქვეყნებში აკრძალული არ არის" – ამბობს ლავროვი.





