უკანონო მიგრაცია

ლოკაციების გადამოწმების შედეგად მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტული ლოკაციების გადამოწმების შედეგად,  დაკავებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე

"მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთისა და ნეპალის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით" - წერია შსს-ს განცხადებაში.

ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

კომენტარები