პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ნაწილი მოლოდინშია, ეს მოლოდინი სხვადასხვაგვარია. არის ხალხი რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, არის ხალხი, რომელიც 4 ოქტომბერს რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის სცენარებზე საუბრობს და მათი ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ 4-ში ნამდვილად დასრულდება რეჟიმი და ვართ ხალხი, რომელსაც მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმი სუსტდება, მისი ლეგიტიმურობის ეროზია ხდება, ძირი ეთხრება და ამიტომ, მისი რეჟიმის უკუსვლის წამმზომი ჩართულია და მისი წაქცევა არა "თუ-ს" არამედ "როდის" საკითხია.
უბრალოდ, იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ის, რაც მოსახდენია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ისეთი სულისკვეთება, რომ არ აქვს მნიშვნელობა როდის მოხდება, მაინც ვიდგებით და მაინც ბოლომდე გავიტანთ, ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც რეჟიმს წააქცევს.
შენ თუ შენი თავისთვის წამმზომი გაქვს ჩართული, ჩვენი რწმენით, ეს რეჟიმისთვისაც სიგნალია, რომ მას აქვს შანსი, რომ საზოგადოების, პროტესტის რაღაც ნაწილში იმედგაცრუება გააჩინოს.
ჩვენ აქ ვართ, რომ რასაკვირველია, ქუჩა არის ერთადერთი გზა, საიდანაც შევძლებთ, რომ დაიბრუნოს ძალაუფლება ქართველმა ხალხმა და შემდგომ თავისუფალი არჩევნების გზით გადასცეს მანდატი მას, ვისაც ანდობს თავის დემოკრატიულ წარმომადგენლობას. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს რეჟიმს უნდა ვაჩვენოთ, რომ მას აქვს წამმზომი ჩართული და არა ჩვენ.





