მოლდოვა

მოლდოვაში ამომრჩევლის მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე რეიდები ჩატარდა

მოლდოვაში ანტიკორუფციულმა ბიურომ ამომრჩევლების მოსყიდვის, პოლიტიკური პარტიების უკანონო გზით დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რეიდები ჩაატარა.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ. რეიდების შედეგად ამოღებულია დოკუმენტები და მობილური ტელეფონები.

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა რამდენიმე პირის დაკითხვა. პროკურატურის მიხედვით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, საარჩევნო კორუფცია და გარედან არალეგალური ფინანსური ჩარევა რუსეთის მთავარი ინსტრუმენტებია მოლდოვაში გასამართლი საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

გარდა ამისა, მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა თქვა, რომ რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად. 

კომენტარები