ქართული ოცნების პოლიტიკა

კობახიძე: ამიერიდან, ნებისმიერი ტიპის დანაშაულის მიმართ, კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს

რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ერთ რამეს, გარკვეულ ეტაპზე მიდგომები კრიმინალთან, ზოგადად იყო შედარებით ლოიალური, რაც მე მგონია არ არის სწორი.

თქვენ ხედავთ რომ, თურმე შესაძლებელი ყოფილა ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით, მეტი სიმკაცრის გამოვლენა, იმისათვის რომ მეტად არ გავრცელდეს ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით, შესაძლებელი ყოფილა უფრო მკაცრი დამოკიდებულების გამოვლენა.

სხვადასხვა ტიპის დანაშაულს ეხება ეს ყველაფერი. თუ კანონი არ იმოქმედებს მთელი სიმკაცრით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით, ეს ეხება - ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციას, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, ვიდრე არ მოქმედებდა მთელი სიმკაცრით კანონები, ყველა ამ მიმართულებით მანამდე იყო პრობლემები, როგორც ხედავთ.

ამიერიდან, ყველას უნდა ახსოვდეს რომ ნებისმიერი ტიპის დანაშაულის მიმართ, იმოქმედებს კანონი მთელი სიმკაცრით, ეს ეხება თანაბრად როგორც კორუფციას, ისე ორგანიზებულ დანაშაულს, ასევე ნარტოკიტულ დანაშაულს და ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, კანონი იმუშავებს მთელი სიმკაცრით, ეს არის პირობა, რომელსაც ვაძლევთ საზოგადოებას, მთელი ხელისუფლების სახელით.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 

კომენტარები