ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

რუბიოს თქმით, ჰამასსა და ისრაელს შორის შეთანხმების მისაღწევად "ვიწრო ფანჯარა" რჩება

მარკო რუბიო NATO-ს სამიტზე ბრიუსელში.
ABC News

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის დასადებად მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი.

"ისრაელელებმა იქ ოპერაციების ჩატარება დაიწყეს," განაცხადა რუბიომ ისრაელიდან კატარისკენ გამგზავრებამდე. ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დადების მიზნით ისრაელსა და ჰამასს შორის გამართულ მოლაპარაკებებში კატარი შუამავლის როლს ასრულებს. 

"ამიტომ, ჩვენ გვგონია, რომ დროის ძალიან ვიწრო ფანჯარა გვაქვს, რომლის ფარგლებშიც შეთანხმების დადებაა შესაძლებელი. უკვე თვეები აღარ გვაქვს და ჩვენ, ალბათ, დღეები და შესაძლოა, რამდენიმე კვირა დაგვრჩა." - თქვა მან. 

რუბიომ ასევე დაამატა, რომ ჰამასმა, "როგორც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ," არსებობა უნდა შეწყვიტოს. 

კომენტარები