იარაღის უკანონო შენახვა-ტარება

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 7 პირი დააკავა

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღებისა  და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა -  შენახვისა და ტარების ფაქტებზე 7 პირი დააკავა.

"ცეცხლსასროლი იარაღებისა  და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა -  შენახვისა და ტარების   ფაქტებზე  დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული თ.ჟ., 1977 წელს დაბადებული გ.ზ., 1987 წელს დაბადებული  ვ.ა., 1970 წელს დაბადებული კ. ბ. და წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული პ. კ., 1977 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული გ.გ. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი,  ავტომობილების და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი,  მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები". - წერია განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და   საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები