კრიმინალი

იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა, დაკავებულია 1 პირი - შსს

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ბ.რ. ცხელ კვალზე დააკავა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულ ი.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები