ლევან ხაბეიშვილის დაკავება

ბოკერია ხაბეიშვილზე: ივანიშვილის რეჟიმი კრიზისის გადასაფარად ძალის დემონსტრირებას ცდილობს

ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს. ამჯერად გამორჩეულად აბსურდული საბაბით ლევან ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინ გაკეთებულ განცხადებაზე.

თუ არ ჩავთვლით ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მის ზომას, მზად ვარ, მთლიანად შევუერთდე არსებით გზავნილს - ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად.

თუმცა, სერიოზული განხილვა სუს-ის ამ განცხადებისა, რაც მოვისმინეთ, სამართლებრივ ჩარჩოში შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ძალის დემონსტრირებას ამის გადასაფარად.

ერთადერთი სწორი პასუხი საზოგადოების, ჩვენი, ყველას, თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს და იქნება პროტესტის გაგრძელება, გაფართოება, მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება.

ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე. სუს-მა ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ს 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. სუს-ის განცხადებით, "ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში მოწოდებებს ავრცელებდა და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ქრთამის მიცემას ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გდდ-ს თანამშრომლები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდნენ - ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს".

კომენტარები