ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

The Jerusalem Post: აშშ არ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს შესაძლო ანექსირებას

ისრაელის ხელისუფლების თანამდებობის პირები The Jerusalem Post-თან ექსკლუზიურად ამბობენ, რომ აშშ არ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსირების გეგმას. 

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დასავლეთ სანაპიროს ნაწილზე “ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება” განიხილა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა გაეროს მომდევნო გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დააპირა. 

ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეცალელ სმოტრიჩი და კაბინეტის სხვა წევრები ითხოვენ, საფრანგეთის საპასუხოდ ისრაელმა საკუთარი სუვერენიტეტი გაავრცელოს დასავლეთ სანაპიროზე. 

ისრაელის თანამდებობიე პირები გამოცემასთან ამბობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას პირდაპირი თანხმობა არ გაუცია დასავლეთ სანაპიროს ანექსირებაზე, თუმცა არც წინააღმდეგობა გამოუთქვამს.

”ამერიკელები ეუბნებიან ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნებს: ჯერ გადაწყვიტეთ რისი გაკეთება გინდათ, მერე დაგველაპარაკეთ ჩვენ” - ამბობს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.  

კომენტარები