კრიმინალი

დააკავეს კაცი, რომელმაც გურიაში 2011 წელს დაბადებული მოზარდი გააუპატიურა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ბრალდებულს 2011 წელს დაბადებული მოზარდის გაუპატიურებას ედავება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ფ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს" - წერს უწყება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები